www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის აღრიცხვის ოპერატორი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

"თეგეტას" გუნდში ბათუმში სერვისის აღრიცხვის ოპერატორს ვეძებთ.

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. თეგეტას მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

გვჭირდება სერვისის აღრიცხვის ოპერატორი, რომელსაც აქვს:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** რომელიც არის მოტივირებული
** შეუძლია ანალიტიკური აზროვნება
** აქვს არგუმენტაციის კარგი უნარი
** ეხერხება საქმის ორგანიზება
** ფლობს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს
** ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს

რას აკეთებს სერვისის აღრიცხვის ოპერატორი?

** სერვის-ცენტრში შესაბამის უბანზე შემოსული ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების პროგრამაში აღრიცხვა;
** სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და ჩექლისტის შედგენა;
** დეფექტაციის შესაბამისად საჭირო მასალებისა და დეტალების მომარაგებაში ჩართულობა;
** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება (დეფექტაცია, ხარჯთაღრიცხვა და ა.შ.)

სასურველია:

** გქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა
** საავტომობილო სფეროში საბაზისო ცოდნა და განვითარების სურვილი.

ჩვენ დაგახვედრებთ:

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც. შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.

ისარგებლებ სამედიცინო დაზღვევითა და თეგეტას თანამშრომლებისთვის განკუთვნილი კორპორაციული შეთავაზებებით.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=633

იმედია მალე შევხვდებით,

საუკეთესო სურვილებით, თეგეტა



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |