www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული პროექტების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: აი სი არ თრეიდი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

შ.პ.ს. "აი სი არ ტრეიდი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური კომპანიაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. იგი წარმოადგენს საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებს, როგორიცაა ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ტანსაცმლის მიმართულებით ოკაიდი და ჟაკადი. დღეისათვის კორპორაციაში დასაქმებულა 800 მდე თანამშრომელი და მართავს ბრენდების 80-მდე ფილიალს, რომლებიც წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, საქართველოს სხვა ქალაქებში.

შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული პროექტების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი;
სტრუქტურული ერთეული: მარკეტინგის და გაყიდვების დეპარტამენტი;
ექვემდებარება: ციფრული პროექტების მენეჯერს

ფუნქცია-მოვალეობები:

** ონლაინ-გაყიდვების პლატფორმების ადმინისტრირება;
** ონლაინ-გაყიდვების სრული ციკლის კონტროლი;
** ონლაინ-გაყიდვების პლატფორმაზე აქციებისა და ფასდაკლებების უზრუნველყოფა
** კომპანიის-ონლაინ პლატფორმების შესახებ ყოველთვიურ ანგარიშების/ანალიზის მომზადება;
** ონლაინ-გაყიდვების კატალოგების მართვა, პროდუქტების განთავსება და პროცესის მართვა;
** ციფრული პლატფორმების კონტენტის განახლება (ონლაინ მაღაზია, მობილური აპლიკაცია);
** ციფრულ მედიაში ახალი ინიციატივებისა და პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა, კრეატიულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში/ინფორმაციული მართვის სისტემებში, ბიზნესის ან ეკონომიკის ფაკულტეტის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება 1 წელი;
** ონლაინ გაყიდვების გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** სხვადასხვა CMS-ებთან (Wordpress, Shopify, Magento და სხვ.) მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** SEO პრინციპებისა და ციფრული პლატფორმების მაღალ დონეზე ცოდნა (Google Ads, Facebook Ads, Instagram და სხვა);
** სხვადასხვა ფორმატის მონაცემებთან მუშაობა/დამუშავება (csv, xlsx და სხვა);
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

კომპეტენციები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შესაბამისმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@icr.ge. ელექტრონული წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ აღნიშნული პოზიციის დასახელება: "ციფრული პროექტების ადმინისტრატორი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები"აი სი არ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და

დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |