კომპანია "გეფა" აცხადებს ვაკანსიას ჰოსპიტალური გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00 სთ/5დღე
მოიაზრება მივლინება აღმოსავლეთ საქართველოში სხვადასხვა ქალაქების კლინიკებში (გურჯაანი, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, წნორი)
ფუნქცია მოვალეობები:
** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება, კლინიკის შესყიდვების მენეჯერებთან, შიდა აფთიაქის გამგეებთან.
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის არსებულ მომხმარებლებთან და/ან ახალი კლიენტების მოძიება გრძელვადიანი ურთიერთობის პერსპექტივით.
** ჰოსპიტლების შესასყიდი პროდუქციის მოთხოვნის გარკვევა და მედიკამენტების და/ან სახარჯი მასალის შეთავაზება, მათი მოთხოვნის მიხედვით.
** მაქსიმალური ჩართულობა ჰოსპიტლებსა და კომპანიას შორის, იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგებაში.
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია ფარმაცევტული ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint);
პიროვნული უნარები:
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.