"SPAR Georgia" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** მომწოდებელთან შეკვეთის გაფორმება;
** შესასყიდი პროდუქციის ფასების კონტროლი;
** მოთხოვნიდან გამომდინარე სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვების ორგანიზება;
** დროულად დატვირთვა/ჩამოსვლის კონტროლი;
** დატვირთვების რეპორტის მომზადება ყოველკვირეულად;
** საბაჟო ოპერაციებისთვის დოკუმენტების გადამოწმება საბაჟო ბროკერთან, შეუსაბამობის შემთხვევაში მომწოდებელთან კომუნიკაცია;
** პროდუქტების რეგისტრაცია;
** შემოსული ტვირთის პროგრამული ასახვა;
** ანოტაციების მომზადება შესაბამისი რეგულაციების მიხედვით, ბეჭდვა/მიწოდების პროცესის მართვა;
** საწყობში მიღებული პროდუქტების შესყიდვის პროცესის მართვა და სავაჭრო ობიექტებში განაწილების მონიტორინგი;
** სასაწყობე მარაგების მართვა/ანალიზი;
** პროდუქტის ვადების მონიტორინგი;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა კატეგორიის მენეჯერთან შეთანხმებით;
** სავაჭრო ობიექტებში მერჩენდაიზინგის მართვა და კონტროლი;
მოთხოვნები:
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** Microsoft Excel - ის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** 1C-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "იმპორტის მენეჯერი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!