www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხორცპროდუქტების კონსულტანტი-მერჩენი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 40 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას ხორცპროდუქტების კონსულტანტი-მერჩენის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** 6 დღიანი სამუშაო კვირა
** სამუშაო გრაფიკი 12:00-20:00 სთ ან 13:00-21:00 სთ
** ანაზღაურება 850₾ + ბონუსი
** დასვენების დღე: კვირა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის პროდუქციის შეთავაზება
** პროდუქციის ნაშთის კონტროლი და ზრუნვა უწყვეტობაზე
** პრომო აქციების სათანადოდ წარმოჩენა
** მიღებული პროდუქციის დროული განთავსება მაცივრებში
** პროდუქციის შენახვის პირობებისა და სისუფთავის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 18 წლიდან
** სასურველია გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.

უნარ-ჩვევები:

** დაკვირვების და დეტალებზე ორიენტირების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** დისციპლინირებულობა

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ბმულის დახმარებით http://zgapari.ge/career/

ან გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge არაუგვიანეს 2023 წლის 16 თებერვლისა. (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება)

ასევე, გასაუბრებაზე ჩასაწერად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სამუშაო საათებში, ნომერზე: 577 11 33 28.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |