"ალფა დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დაზღვეული მომხმარებლებისათვის ინვოისების მომზადება და შესაბამის ვადებში მიწოდება;
** ჩასარიცხი თანხების ვადაგადაცილების კონტროლი;
** დავალიანებაზე/ გადასახდელ თანხაზე შემახსენებელი წერილების გაგზავნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: hralpha@alpha.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.