www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირების პროგრამა HR განყოფილებაში
მომწოდებელი: თეგეტა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

"თეგეტას" გუნდის ახალ წევრს ვეძებთ.

"თეგეტაში" ვიწყებთ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, სწავლის პარალელურად შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება და საფუძველი ჩაუყარონ თავიანთ წარმატებულ სამუშაო კარიერას.

"თეგეტა ჰოლდინგის" სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ საავტომობილო სფეროს ლიდერი კომპანიის სამუშაოს სპეციფიკას, მოსინჯონ საკუთარი ძალების სხვადასხვა მიმართულებით და გახდნენ წარმატებული გუნდის წევრები.

სტაჟირება ანაზღაურებადია
გრაფიკი - მოქნილი
ხანგრძლივობა - 6 თვე

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 27 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. თეგეტას მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

"თეგეტა ჰოლდინგი" აცხადებს სტაჟირების პროგრამას ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში, HR ადმინისტრირების მიმართულებით.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს:

** რომელიც არის სტუდენტი, ან ბაკალავრი
** შეუძლია ანალიტიკური აზროვნება
** რომელსაც აქვს საოფისე პროგრამების ცოდნა
** აქვს არგუმენტაციის კარგი უნარი
** ეხერხება საქმის ორგანიზება და გეგმის შედგენა
** არის დეტალებზე ორიენტირებული
** კარგად უძღვება პრეზენტაციას
** აქვს ადაპტაციის კარგი უნარი

შერჩევის ეტაპები:

** ტესტირება
** გასაუბრება

"თეგეტაში" ჩვენ დაგახვედრებთ:

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც. დასაქმებულ წევრებს შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და, რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=631

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/application?vacancyId=375



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |