www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: კროკობეთი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

კომპანია "კროკობეთი" (crocobet.com) ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა აზარტული თამაშების სფეროში. ჩვენი გუნდი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.

ჩვენ მეგობრულ, ენერგიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში საშუალება გექნებათ გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი.

ანაზღაურება: 1000 ლარი

მოვალეობები:

** თანამშრომლების დაცვა;
** ტერიტორიის მონიტორინგი, ადგილზე ან კამერების საშუალებით;
** პრობლემური საკითხების აღწერა და უფროსისთვის რეპორტის სახით გაზიარება;
** პრობლემური სიტუაციების გამკლავება საჭიროების მიხედვით;
** სხვადასხვა ცვლაში მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ფიზიკური გამძლეობა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას;
** კორპორატიულ დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: jobs@crocobet.com, სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |