"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სამართლის მიმართულებით.
საჯარო სამართალი (ადმინისტრაციული სამართალი)
პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროფესორი, რომელიც აირჩევა 5 წლის ვადით:
** დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება, რომელიც დასტურდება წარმოდგენილი ცნობით;
** სამეცნიერო პუბლიკაციები ბოლო 5 წლის მანძილზე, ზოგად ადმინისტრაციულ სამართლის აქტუალურ საკითხებზე;
** კვლევითი საქმიანობა ბოლო 5 წლის მანძილზე, ზოგად ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
** კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობის გამოცდილება.
აკადემიურ თანამდებობაზე შესაძლებელია შეირჩეს პირი პროფესიული ნიშნით თუ მისი კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და შესაბამის სფეროში გამოქვეყნებული პუბლიკაციებით და მას აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
აუცილებელი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების და ციფრული ინსტრუმენტების აქტიურად გამოყენება.
პიროვნული თვისებები:
** ცოდნის გადმოცემის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინიციატივიანი და მოტივირებული;
** თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** სამართლიანი და დისციპლინირებული.
** პასუხისმგებლობიანი;
** გუნდური და კონსტრუქციული;
** განვითარების მზაობა, ცოდნის გაღრმავებისთვის სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა;
** კვლევებისა და პროექტების ინიცირება, დაფინანსების მოძიება და კოლეგების ინსპირაცია/დაინტერესება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:
** განცხადება პრეზიდენტის სახელზე (იხილეთ თანდართული ფორმა);
** რეზიუმე (CV);
** სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;
** ბოლო 10 წლის სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (არსებობის შემთხვევაში);
** პირადობის მოწმობის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დიპლომის) ასლები;
** სადისერტაციო თემის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, მიმართულება, დარგი - თუ არ არის მითითებული რეზიუმეში);
** სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები.
კონკურსის ეტაპები:
** კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა;
** საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვა იმიტირებული ლექციის ჩატარება);
** სასწავლო კურსის სილაბუსის წარმოდგენა.
კონკურსის ვადები:
** კონკურსი გამოცხადებულია 2023 წლის 16 იანვრიდან;
** აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიიღება 2023 წლის 16 თებრვლიდან 19 თებრვლის ჩათვლით;
** კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა: 2023 წლის 20 - 21 თებერვალი;
** კონკურსის მეორე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება: 2022 წლის 22-24 თებერვალი (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ);
** კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2023 წლის 28 თებერვალი;
** სააპელაციო განაცხადის მიღება: 2023 წლის 1-2 მარტი ;
** სააპელაციო განაცხადების განხილვა: 2023 წლის 3-5 მარტი;
** კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნება: 2023 წლის 6 მარტი.
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი შესაბამის ვადებში უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@alte.edu.ge (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2.