www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 40 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისის მასშტაბით ჩვენს ფილიალებში.

სამუშაო პირობები:

** 5 დღიანი სამუშაო კვირა
** 9 საათიანი სამუშაო ცვლა
** დასვენების 2 დღე ურთიერთშეთანხმებით.
** ანაზღაურება 700-800 ₾
** საბონუსე დანამატები ყოველთვიურად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება პროდუქციის შესყიდვის პროცესში
** სალაროზე გატარებული პროდუქციის ასორტიმენტისა და ფასის შესაბამისობის შედარება შესაძლებლობის შესაბამისად
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა საკუთარ სექციაში არსებული პროდუქციაზე
** საკუთარი სექციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 18 წლიდან
** გამოცდილება: არ მოეთხოვება (შესწავლა მოხდება ადგილზე).

უნარ-ჩვევები: დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ბმულის დახმარებით http://zgapari.ge/career/

ან გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@zgapari.ge არაუგვიანეს 2023 წლის 16 თებერვლისა. (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ადგილმდებარეობა.)

ასევე, გასაუბრებაზე ჩასაწერად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სამუშაო საათებში, ნომერზე: 577 11 33 28.

გისურვებთ წარმატებას



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |