"კინგსი საქართველო" საერთაშორისო საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2012 წელს დაარსდა და, თავდაპირველად, საგნობრივი ოლიმპიადებს უწევდა ორგანიზებას. 3 წელიწადში "კინგსის" აქტივობების მასშტაბმა ასი ათას (100000) მოსწავლეს გადააჭარბა საქართველოში.
"კინგსი" აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, მედეა ჩახავას 9.
** სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი (დღეში 6-საათი)
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: არსებული პროექტებიდან გამომდინარე.
ჩვენ ვეძებთ:
** მოტივირებულ;
** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელურ ადამიანებს.
ძირითადი მოთხოვნა-მოვალეობები:
** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
** გამავალი ზარების მეშვეობით პროდუქტის შეთავაზება და დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** მომხმარებელთან კმაყოფილების შენარჩუნება;
** ლოგიკური აზროვნება;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@kings.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!