"Betlive.club" ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ასევე მომხმარებლებისთვის.
"Betlive.club" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
** საერთო საინფორმაციო სისტემაზე შემოსული წერილების შემოწმება, ფილტრაცია დაშესაბამის პირთან გადამისამართება;
** ოფისის სტუმრების მიღება და შესაბამისი კოორდინაცია;
** მნიშნველოვანი შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** ოფისის მასალების, ინვენტარის შესყიდვის პროცესის მართვა;
** ადმინისტრაციის დოკუმენტბრუნვის მოწესრიგებაში ჩართულობა;
** ოფისის დამლაგებლის სუპერვიზია და კონტროლი;
** საქმისწარმოების პროცედურების სტანდარტის შესაბამისად შესრულება;
საჭირო მოთხოვნები:
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** MS Office (Excel, PPT, Word) ფლობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
betlive.club გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** Fitpass;
** სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფა;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ზრდა/განვითარებას.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@betlive.club და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.