www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების ადმინისტრირების სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა რითეილი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

"თეგეტა რითეილის" გუნდში HR სპეციალისტს ვეძებთ.

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. "თეგეტას" მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

გვჭირდება HR სპეციალისტი, რომელსაც ექნება:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

რას აკეთებს HR სპეციალისტი?

** თანამშრომელთა ძირითად შტატში მიღება/გათავისუფლება/გამოსაცდელი ვადით აყვანასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება/დამუშავება; ვადების კონტროლი; დოკუმენტაციის წარმოება და ასახვა ადამიანური რესურსების მართვის ბაზაში;
** კომპანიის თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ყველა სახის ხელშეკრულების (შრომითი; მომსახურების და ა.შ) დამუშავება და სახელშეკრულებო პროცესის მართვა/კოორდინირება;
** HR პროექტებში ჩართულობა, იდეების და ინიციატივების გენერირება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** დადგენილი პერიოდულობით რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

სასურველია:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word; Excel; Outlook; PowerPoint);
** სასურველია ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ დაგახვედრებთ:

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც. შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=452

იმედია მალე შევხვდებით,

საუკეთესო სურვილებით, "თეგეტა"



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |