www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პორტფელის მენეჯერი
მომწოდებელი: საპენსიო სააგენტო
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

სსიპ "საპენსიო სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას საინვესტიციო სამსახურის პორტფელური ინვესტიციების განყოფილების პორტფელის მენეჯერის პოზიციაზე.

საინვესტიციო სამსახურის შესახებ:

საინვესტიციო სამსახური არის "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სტრუქტურული ერთეული სსიპ საპენსიო სააგენტოში, რომლის ამოცანაა საპენსიო აქტივების ინვესტირება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად. საინვესტიციო სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, ხოლო საინვესტიციო საქმიანობას ზედამხედველობს საინვესტიციო საბჭო. საპენსიო აქტივების ინვესტირება არის რეგულირებადი საქმიანობა და საინვესტიციო პროცესების მარეგულირებელი არის საქართველოს ეროვნული ბანკი. საპენსიო სააგენტოში საინვესტიციო საქმიანობა მიმდინარეობს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია საინვესტიციო საბჭოს მიერ, ხოლო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საინვესტიციო სამსახური.

დამატებითი ინფორმაცია საპენსიო სააგენტოსა და მის საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე https://www.pensions.ge

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: სრული

პორტფელის მენეჯერის ძირითადი პასუხისმგებლობები:

** საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელების მართვა კანონმდებლობისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად;
** ფინანსური ბაზრების და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების რეგულარული მონიტორინგი და ანალიზი;
** საინვესტიციო პორტფელის ანალიზი და მონიტორინგი;
** ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების მოძიება კანონმდებლობისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ფარგლებში და შესაბამისი ინვესტიციების გეგმის შემუშავება;
** პორტფელური ინვესტიციების განყოფილების ორგანიზაციული მოწყობისა და თანამშრომლებით დაკომპლექტების პროცესებში მონაწილეობა;
** ინვესტიციების განხორციელების პროცესის კოორდინირება და დაგეგმვა, საინვესტიციო ანალიტიკოს(ებ)ის მართვა;
** საინვესტიციო გადაწყვეტილებების აღსრულება და ამ მიზნით კონტრაჰენტებთან ურთიერთობა;
** საინვესტიციო ინფრასტრუქტურის მუდმივ დახვეწაზე ზრუნვა, მათ შორის და არამხოლოდ - სავაჭრო ხაზების და კონტრაჰენტების ოპტიმალური ქსელის შენარჩუნების გზით;
** საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესების ოპტიმალურად დაგეგმვა და შესაბამისი პროცედურების მუდმივ დახვეწაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში. მაგისტრის ხარისხი, ან CFA, CAIA, ACCA ან სხვა ეკვივალენტური სერტიფიკატი ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება. მენეჯერულ პოზიციაზე და კაპიტალის ბაზრებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** აქტივების კლასების მაღალ დონეზე ცოდნა, როგორიცაა ფულის ბაზრის ინსტრუმენტები, ობლიგაციები, აქციები, ფონდები და დერივატივები;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
** საინვესტიციო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (Bloomberg, Reuters);
** ქართული და ინგლისური ენების პროფესიულ დონეზე ცოდნა. რუსულის ენის ცოდნა სასურველია;

პიროვნული თვისებები:

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს შემდეგი პიროვნული თვისებები:

** არის ორგანიზებული, ენერგიული, აქტიური და დისციპლინირებული;
** აქვს ძლიერი ანალიტიკური და გამოთვლითი უნარები;
** იჩენს ინიციატივებს და აქვს შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** შეუძლია დინამიურ გარემოში მუშაობა და დათქმულ ვადებში დავალების შესრულება;
** იჩენს ლიდერის თვისებებს, შეუძლია გუნდის მოტივირება და მართვა;
** არის კომუნიკაბელური, აქვს პროფესიული წერითი და ზეპირი კომუნიკაციების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2023 წლის 29 იანვრის ჩათვლით თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: CareerInvOffice@pensions.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "პორტფელის მენეჯერი".

შერჩეულ კანდიდატებთან გათვალისწინებულია გასაუბრება და შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას წერითი დავალება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |