"ბარი ამბავი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ძველი თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, თავისუფლების მოედანთან.
სამუშაო გრაფიკი: 18:30-02:00 (დღე გამოშვებით, თვეში საშუალოდ 15 დღე)
ანაზღაურება: დღიური - 50 ლარი (ხელზე ასაღები);
ასაკი: შეუზღუდავი
ტრანსპორტირებას დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს.
მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი);
** სასაქონლო მარაგების აღრიცხვის პროგრამა POSTER-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სალარო ოპერაციების წარმოება (ნაღდი და უნაღდო);
** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
** სასაქონლო მარაგების კონტროლი გუნდის სხვა წევრებთან ერთად;
** ყოველდღიური ანგარიშგების ფორმის შევსება.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კეთილსინდისიერება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
თუ თვლით, რომ, ჩვენს მიერ შემოთავაზებული პირობები თქვენთვის მისაღებია და აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hrambavi@gmail.com.
"subject"-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. თუ ორი სიტყვით მოტივაციასაც მოგვწერთ, მეტი შანსია.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 მარტი, თუმცა ვჩქარობთ.