"Glarros Hotels" - ახალი სიტყვა სასტუმრო ინდუსტრიაში!
სასტუმროს ბრენდი, რომელიც 2020 წელს შეიქმნა და მისი ბრენდის ქვეშ პირველი ობიექტი "Glarros OldTown" თბილისში სულ მალე გაიხსნება. სასტუმრო მდებარეობს დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, კალაუბანში, კოტე აფხაზის 15 ნომერში, თავისუფლების მოედნიდან 1 წუთის სავალზე. სასტუმრო მოწყობილია ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტისა და რეგულაციის მიხედვით, რომელიც აუცილებელია სტუმრის უსაფრთხოებისა და კომფორტული დასვენებისთვის.
სასტუმროს გახსნასა და მის შემდგომ მართვას ახორციელებს ქართულ-შვეიცარული საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია "HSC Group".
Eco-friendly გარემო, უწყვეტი სწრაფი ინტერნეტი, უნიკალური ლოკაცია, ტკბილი ძილი, Large King ზომის საწოლები, მარტივი Check in & out. ეს იმ ფასეულობების არასრული ჩამონათვალია, რაც სტუმრებს "Glarros OldTown" - ში დახვდებათ.
სასტუმროს კონცეფცია შთაგონებულია ძველი თბილისის უნიკალური არქიტექტურისა და თანამედროვეობის სინთეზით, რაც გამოხატულია ინტერიერის თითოეულ დეტალში. ლატუნის სპირალური კიბე, მოზაიკა, ხის პარკეტი და სხვა დიზაინერული გადაწყვეტილებები ხაზს უსვამენ ძველი თბილისის არქიტექტურასა და ავთენტურობას.
სასტუმროში განთავსებულია 78 ექსკლუზიური დიზაინის ოთახი, სადაც გამოყენებულია მსოფლიოში წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი ვიზუალები, როგორიცაა Le Corbusier და ა.შ.
ქართულ-ევროპული ტიპის რესტორანი - "Gastromania", შეხვედრების ოთახი, ბიზნეს ცენტრი და ღია კაფე, რომელიც სტუმრებს ექსპრესს კონცეფციას შესთავაზებს.
"Glarros OldTown" ჯანსაღ და მეგობრულ გარემოსთან ერთად, გუნდს საერთაშორისო გამოცდილებას და ბრენდთან ერთად კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.
http://www.glarros.com
Managed by HSC Group
http://www.hscgroup.ge A Good Place to Be
სასტუმრო "Glarros OldTown" აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.
ზოგადი მოვალეობები:
** ჰიგიენური ნორმების და სტანდარტების დაცვა
** საკვების მომზადება რეცეპტურის და სტანდარტების სრული დაცვით
** სტუმრის კმაყოფილების უზრუნველყოფა
** სასტუმროში არსებული ყველა წესის და სტანდარტის დაცვა
** ფუნქციიდან გამომდინარე ხელმძღვანელობის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** სანდო და ორგანიზებული პიროვნება
** დატვირთვის ქვეშ მუშაობის უნარი
სამუშაოსთვის დამახასიათებელი მოთხოვნები:
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა (ღამის ცვლის ჩათვლით)
** საერთაშორისო ქსელში მუშაობის გამოცდილება უპირატესობაა
** მოეთხოვება სამზარეულოს აღჭურვილობის სწორად გამოყენების ცოდნა
კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება სამზარეულოს ხელმძღვანელობის წინაშე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@glarros.com და წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.