www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: POS - განყოფილების მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / განცხადების ვადა: 24 მარტი

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penkikontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას https://bs2.lt/, რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართელოში"ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 70-ზე მეტი თანამშრომლით.

"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას POS-განყოფილების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

მოვალეობები:

** პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება;

მოთხოვნები:

** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** ენების ფლობა: ქართული და რუსული კარგად.
** ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;

უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

კომპანია ბს/2 ჯორჯია გთავაზობთ:

** თქვენი მოლოდინის დამაკმაყოფილებელ ფინანსურ პირობებს, დამატებით სტიმულს და შესაძლებლობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ტრენინგები, მივლინებები და ა.შ.);
** მუშაობას თანამედროვე, სტრატეგიულად განლაგებულ ოფისში;
** დამატებით სპორტულ, დასასვენებელ და გასართობ ბენეფიტებს;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** მუშაობას მეგობრულ კოლექტივში;
** ტრადიციულ ღონისძიებებს და მოგზაურობას, კომპანიის თანამშრომლებისათვის.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@bs2.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანტური პოზიციის დასახელება.

შპს "ბს/2 ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |