ს.ს. "ენერგონი" ყოფილი "საქენერგორემონტი" (ჰიდროენერგეტიკული სამშენებლო კომპანია 1956 წლიდან) აცხადებს ვაკანსიას გრეიდერის ოპერატორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესრულება ტექნიკით (გრეიდერი)
** მასზე განკუთვნილი ტექნიკის (გრეიდერი) მოვლა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
** საჭიროების შემთხვევაში პროექტის მენეჯერის მითითებით გრეიდერის მართვასთან და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
** ფუნქცია-მოვალეობების შესრულება გარემოს დაცვის და შრომის უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით
ძირითადი მოთხოვნები:
** გრეიდერის ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
** უნდა გააჩნდეს შესაბამისი სერტიფიკატი და შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა (T, S)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურობა და პროფესიონალიზმი
** ანაზღაურება შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@energony.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ენერგონმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 2 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი განიხილოს სხვა პოზიციაზეც.