www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ფიბი სერვისის
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / განცხადების ვადა: 24 მარტი

საკონსულტაციო კომპანია "PB Services" აცხადებს ბუღალტრის ვაკანსიას. კომპანია წლებია თავის კლიენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ბუღალტრულ მხარდაჭერას და ბიზნეს გადაწყვეტილებებს. კომპანია თავის კლიენტებს სთავაზობს საკონსულტაციო, და საბუღალტრო, სერვისებს.

ძირითადი ფუნქციები:

** ყოველდღიური კომუნიკაცია კლიენტებთან. როგორც სატელეფონო და ასევე წერილობითი.
** საჭირო ინფორმაციის მიღება კლიენტებისგან დროულად.
** ორგანიზაციის ბუღალტრული ინფორმაციის მიწოდება გუნდის წევრისთვის.
** ინფორმაციის ანალიზი და რეპორტების გაკეთება (ყოველთვიური რეპორტების გაგზავნა კლიენტებთან, საგადასახადო დავალიანების შესახებ ანგარიშების გაკეთება).
** ყოველკვარტალური ანგარიშის გაგზავნა ორგანიზაციის ბუღალტრული მდგომარეობის შესახებ (შედარება და დადასტურება კლიენტებთან ავანსების, დებიტორ/კრედიტორების, რისკიანი ტრანზაქციების შესახებ)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტერიის მიმართულებით.
** სამუშაო გამოცდილება 1 წელი
** უცხო ენის, რუსული ან/და ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია (საკომუნიკაციო, წერილობითი)
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა, ბალანსის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, ფიქსირებული ხელფასის გარდა გთავაზობთ კონკურენტულ საბონუსე სისტემას.

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: CV-ების გადარჩევა, წერითი დავალების შესრულება და გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა CV შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: nino.s@pbservices.ge წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |