რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია "HR4 Business" დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს HR კონსალტინგს, HR პროექტების მართვას, რეკრუტინგს/ ჰედჰანტინგს, HR კვლევებსა და ტრენინგებს.
გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ: https://hr4b.ge/
ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ სრულიად განსხვავებულ და უნიკალურ სასწავლო კურსებს.
ვაცხადებთ რეგისტრაციას HR ანალიტიკის VIII ჯგუფზე.
HR ანალიტიკის მოცემული ტრენინგი არის უნიკალური ქართულ სივრცეში, შემუშავებულია სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალების მიერ საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებით.
ჩვენთან გადაემზადა უკვე 80-ზე მეტი HR სპეციალისტი და მენეჯერი.
მოცემული ტრენინგის მიზანია დაეხმაროს მონაწილეებს განავითაროს ისეთი უნარები და კომპეტენციები, რომლებიც მისცემს მათ საშუალებას:
** გადავიდნენ HR-ს სტრატეგიულ დონეზე
** ისაუბრონ მონაცემებით და არა ემოციებით
** მოამზადონ პროექტები, ინიციატივები და რეპორტები კარგად გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე
** იყვნენ გადაწყვეტილების მიმღები და ინიციატორი და არა შემსრულებელი
** დაამკვიდრონ და განამტკიცონ HR-ს უმნიშვნელოვანესი და თანამედროვე როლი ბიზნეს განვითარებაში
** გახდნენ #მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიონალები.
ტრენინგი განკუთვნილია: HR სფეროს წარმომადგენლებისა და იმ პირებისათვის, ვინც ფაქტობრივად ასრულებს HR-ის როლს კომპანიაში.
კურსზე დასწრების წინაპირობას წარმოადგენს Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.
ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
2 შეხვედრა:
** HR მონაცემების დამუშავების მნიშვნელობა და გავლენა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე
** HR ფაქტები და პროცესების რაოდენობრივი აღრიცხვის სისტემის შემუშავება
** მონაცემების აღრიცხვასა და დამუშავებაში HR სოფტის როლი და ალტერნატიული მეთოდები
** HR KPIs vs HR მეტრიკები
KPI შექმნა:
** 20 ძირითადი HR მეტრიკა და მათი გამოანგარიშების ფორმულები
** წლიური და კვარტალური ანგარიშებისთვის მომზადება დეშბორდების მეშვეობით
8 შეხვედრა:
** აბსოლუტური, ფარდობითი და შერეული მისამართები, Flash Fill, Paste Special. Table Format. Name Manager. Duplicates. Go to ლოგიკური ფორმულები (if, iferror, and, or)
** სტატისტიკური და მათემატიკური ფორმულები (averageifs, countifs, sumifs, counta, countblank, moda, median)
** Conditional Formatting (Highlight Cells Rules). Conditional Formatting with Formulas, text to columns.
** თარიღის ფორმულები (today, now, day, month, year, date, workday, networkdays, networkdays.intl, weekday, datedif).
** მონაცემთა ძებნის ფორმულები (vlookup, hlookup, index, match), data validation).
** Pivot. მონაცემთა ვიზუალიზაცია. Charts.
** დინამიკური გრაფიკები
** interactive excel dashboards
ტრენერები:
ირინა შალამბერიძე - HR სფეროში 20 წლამდე გამოცდილების მქონე პროფესიონალი, სხვადასხვა ინდუსტრიებში HR დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელი, ჰედჰანთერი, აკრედიტებული ტრენერი, ლექტორი, HR კონსულტანტი, HR4 Business დამფუძნებელი და დირექტორი
ეთერ სახოკია - თავდაცვის სამინისტროს მონაცემთა დამუშავების სპეციალისტი. 2016 წლიდან ექსელის ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და სასწავლო ცენტრებში, 1000-მდე გადამზადებული მონაწილე.
განრიგი და საფასური:
ტრენინგის ჩატარების პერიოდი 2023 წლის 10-31 მაისის ჩათვლით, ყოველი ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი. სულ 10 შეხვედრა.
საფასური: 570 ლარი
შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა - 50 % -50 % ტრენინგის დაწყებამდე.
31 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს 20 %-იან ფასდაკლებას, ხოლო 30 აპრილის ჩათვლით - 10 %-იანს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 20 საათი, 10 შეხვედრა.
** განრიგი: 19:30 სთ-21:30 სთ
** ფორმატი: ონლაინ / Zoom
** ტრენინგის დასასრულს გაიცემა სერტიფიკატი
ტრენინგის განრიგსა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მონაწილეებს მიეწოდებათ რეგისტრაციის შემდეგ.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს https://lnkd.in/e7zFjeXH
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მეილზე: irina@hr4b.ge, ან დაგვირეკეთ 591 96 11 11