www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟიორი ბუღალტერი
მომწოდებელი: ბი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 28 თებერვალი / განცხადების ვადა: 31 მარტი

კომპანია "ბი ჯგუფი" 2017 წლიდან წარმოადგენს, ბუღალტრული და ფინანსური სერვისების მომსახურების აუთსორს კომპანიას. ჩვენი გუნდი მხარდაჭერას უწევს ბიზნეს სექტორს საგადასახადო, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის და ბიზნესის სწორი მართვის კუთხით. კომპანიის ასაკის მიუხედავად მალევე დავიმკვიდრეთ ადგილი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში და დღეისათვის რამდენიმე ათეულ კომპანიას ვუწევთ ზემოთ აღნიშნულ მომსახურებებს.

"ბი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორი ბუღალტრის პოზიციაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** გექნებათ საშუალება შეისწავლოთ პრაქტიკული საბუღალტრო საქმიანობა;
** შეხება გექნებათ კომპანიის ფინანსური ფუნქციონირების ციკლთან;
** სწავლებაზე მორგებადი გრაფიკი.

საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება (ფინანსები/ ბუღალტერია)
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება; დროის ეფექტურად მართვის უნარი
** სასურველია ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (ORIS/ FINA)
** სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოსთან მარტივად ადაპტირების უნარი;
** გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლვოვის 95
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (შესვენება 1 საათი)
ანაზღაურება: 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება, შემდგომ დასაქმების პერსპექტივით.

ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად აპლიკანტის გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2023 წლის 31 მარტამდე ელექტრონულ მისამართზე: info@begroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |