www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ტელეიმედი
გამოქვეყნდა: 28 თებერვალი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

შპს "ტელეიმედი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: შპს "ტელეიმედი" თბილისი, საქართველო.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომანქანის გამართული და მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა/სტუმართა დროული და ოპერატიული მომსახურება;
** გადაღებისათვის საჭირო ინვენტარის/ტექნიკის ადგილზე / გადასაღებ ლოკაციაზე მიწოდება/ტრანსპორტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მძღოლის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
** C ან D კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად;

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი - თვეში 21-22 სამუშაო დღე (დღეში 8 საათი).
ანაზღაურება - 750 ლარი.
სამუშაო სპეციფიკა მოიცავს მივლინებებს საქართველოს ფარგლებში;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ოპერატიულობა;

გასათვალისწინებელი ინფორმაცია:

** კომპანია უზრუნველყოფს მძღოლს საწვავით, გათვალისწინებულია 100 კილომეტრზე 10 ლიტრი;
** მძღოლი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით.
** მძღოლს უნდა ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი (გამოშვების თარიღი 2010 წლის ზემოთ)

დაინტერესებულ კანდიდატებს, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე - 591293489 ან გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე hr@imedi.ge არაუგვიანეს 2023 წლის 1 აპრილისა. ელექტრონული წერილის თემის გრაფაში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული და არ დაიშვება ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |