სს "სილქ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ანგარიშგებისა და ბიუჯეტირების განყოფილების IFRS სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2
დამატებითი ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სასიამოვნო სამუშაო გარემო.
პროფესიული ფუნქცია-მოვალეობანი:
** IFRS და NBG რეპორტების მომზადება/განახლება/გაუმჯობესება, ახალი რეპორტების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** საქართველოს ეროვნულ ეროვნული ბანკის (NBG) მოთხოვნის შესაბამისად ფინანსური რეპორტების მომზადება;
** ფინანსური ინსტიტუტების შესახებ სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, შეჯამება და შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;
** წლიური IFRS ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** სხვა დეპარტამენტებისთვის და მესამე მხარეებისთვის რელევანტური სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და გაზიარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკურ, საბანკო, აუდიტორულ, ან ფინანსურ სფეროში);
** MS Office ცოდნა;
** სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის სტატისტიკურ რეპორტთან მუშაობის გამოცდილება.
სასურველია:
** უცხო ენების (ინგლისური ენა) ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის მართვა, ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოტივირებულობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელმისამართზე: hr@silkbank.ge.
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტირება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს "სილქ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 მარტი
გისურვებთ წარმატებებს !