სამკერვალო საწარმო "სამი|THREE" წარმოადგენს ქართული ტანსაცმლის წარმოებას საქართველოს ტერიტორიაზე.
ვაკანსია ცხადდება პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის კორპორატიული მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება ხელშეკრულების გაფორმება.
** პროექტის/წარმოების დეტალური დაგეგმვა, პროცესებისა და ყველა საჭირო სტრუქტურული ერთეულის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
** პროექტის მართვა შეთანხმებული გრაფიკითა და ბიუჯეტით; სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის მომზადება;
** ბაზრის მუდმივი კვლევა და ანალიზი პოტენციური მომწოდებლების გამოსავლენად; მომწოდებელთა ბაზის წარმოება; ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკება და გარიგების ფორმალიზება;
** მონაწილეობა მარაგების მართვასა და ნაშთების კონტროლში;
** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და რეპორტინგი;
** რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან.
** ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების ფლობა, განსაკუთრებით Excel;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
შენთვის საინტერესო დეტალები:
** სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე (შაბათი ნახევარი დღე საჭიროების შემთხვევაში);
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე);
** სატელეფონო ლიმიტი;
** ანაზღაურებადი შვებულება.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HR@THREE.GE. გთხოვთ, თემის ველში. მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პროექტის მენეჯერი".