გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
შემოუერთდი მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიას, რომლის შუაგულშიც ჩვენი თანამშრომლები არიან.
კომპანია "ოტო ჯორჯიას" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
განაკვეთი: ნახევარი 9:00-14:00; 14:00-19:00 ან სრული 09:00-19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი #25
ხელფასი: 600 ლარი (ნახევარ განაკვეთზე) ან 800 ლარი (სრულ განაკვეთზე)
სამუშაოს აღწერა:
** მაღაზიაში მომხმარებლის მიღება და მათი საჭიროებების დადგენა;
** მომხმარებლის პროგრამულად დარეგისტრირება;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამულად გატარება.
გამოცდილება: გამოცდილების გარეშე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@otogeorgia.ge
ტელ: 0322052144