www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: 4Hospitals
გამოქვეყნდა: 28 თებერვალი / განცხადების ვადა: 31 მარტი

"4Hospitals" სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია "ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე" - შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს.

"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** აუცილებელია ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია თბილისის ქუჩებში ორიენტაციის კარგი უნარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადება;
** ჩაბარებულ პროდუქციასა და ავტომობილზე პასუხისმგებლობის აღება;
** დანიშნულების ადგილზე პროდუქციის მიტანა დროულად.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ: ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge არაუგვიანეს 2023 წლის 31 მარტისა. გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.

"4Hospitals" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |