www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 28 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 მარტი

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

სამედიცინო კომპანია ახალი ხედვა ეძებს კადრს გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

სქესი: მდედრობითი/მამრობითი
გრაფიკი: 10:00-19:00. შაბათ-კვირა დასვენება.
ანაზღაურება: 1000 + ბონუსი

მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება და რაპორტინგი.
** უშუალო ხელმძღვანელთან ერთად პროდუქციის გაყიდვების გეგმის შემუშავება და შეთანხმებული სტრატეგიული გეგმის მიხედვით მუშაობა;
** პროდუქციის თვისობრივი მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ცოდნის დონის რეგულარული ამაღლება.
** ახალი ობიექტების მოძიება და ვიზიტების დაგეგმარება პროდუქციის გაცნობის და შეთავაზების მიზნით, ასევე ახალი პროდუქტების მოთხოვნების და კონკურენტი კომპანიების აქტივობების გაზიარება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
** მიმაგრებულ უბანში არსებული ყველა კლინიკის/ობიექტის და პერსონალის ბაზის შექმნა და პერიოდული განახლება.
** კლინიკების/ობიექტების საპრომოციო მასალით უზრუნველყოფა.
** გაყიდვების სტატისტიკის რეგულარული წარმოება და ანგარიშის მომზადება.

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:

** სასურველია განათლება სამედიცინო მიმართულებით
** მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** სავალდებულოა გამართული მეტყველების უნარი, ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი, კრეატიულობა, აქტიურობა, გუნდურად მუშაობის უნარი, დროის მართვის კარგი უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და გთხოვთ სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |