www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვიდეომონიტორინგის ოპერატორი
მომწოდებელი: აგრო კომპანია ბარაქა
გამოქვეყნდა: 28 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 მარტი

კომპანია "ბარაქა" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, სფეროში ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს 14-მდე ქსელურ აგრომაღაზიას - ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოს რეგიონებში.

ჩვენ გთავაზობთ დინამიკურ და განვითარებად სამსახურს ახალგაზრდულ და საინტერესო გუნდში.

ვეძებთ ახალ თანამშრომელს ვიდეომონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე, რომელიც აქტიურად ჩართული იქნება აგრობიზნესის განვითარებაში საქართველოში.

კანდიდატს სასურველია ჰქონდეს: კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება ამ პოზიციაზე.

გვიხილეთ:

Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia
Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A
ან ვებგვერდზე - www.baraka.ge

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ვიდეომონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე.

** არსებულ სავაჭრო ობიექტებზე ვიდეომონიტორინგის განხორციელება;
** სავაჭრო ობიექტებზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება და გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება;
** რისკების დადენა და ყოველდღიური რეპორტინგი მეილით უშუალო ხელმძღვანელთან;
** დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების დროულად და ეფექტურად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel).

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სისხარტე და აკურატულობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი, სატელეფონო ლიმიტით
** სასიამოვნო სამუშაო გარემო, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდი
** მიმზიდველი ხელფასი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად 1500-დან 2000-მდე (NET) ლარამდე.

სამუშაო ადგილია: ქ.თბილისი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, მ.ალექსიძის ქ.# 13
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი -მოკლე დღე, 09:00-დან 14:00 საათამდე. კვირა - დასვენების დღეა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@baraka.ge. ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ვიდეომონიტორინგის ოპერატორი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |