www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სუპერვაიზერი
მომწოდებელი: სტეიკჰაუსი
გამოქვეყნდა: 28 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 მარტი

"GASTRONOME GROUP"-ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით.

"სტეიკჰაუსის" გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მაღალი ხარისხის მომსახურების დანერგვა და მონიტორინგი რესტორანში;
** მომხმარებლის კომენტარზე შესაბამისი რეაგირება.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მუდმივი მონიტორინგი და შეფასება, მათთვის განახლებული ინფორმაციის გაზიარება დატრენინგების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა და ცვლის მართვა;
** ცვლის გახსნისა და დახურვის შესაბამისი პროცედურების დაცვა;
** არსებული სტანდარტების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების კანონმდებლობის სრული დაცვა და დაცვის კონტროლი.
** შეკვეთების გაკეთება და მარაგების კონტროლი;
** უნიფორმების/სუფრების მარაგების კონტროლი და განაწილება;
** ყოველდღიური რეპორტის გაგზავნა ხელმძღვანელებთან;

ძირითადი მოთხოვნები:

** რესტორნის მომსახურების სფეროში გამოცდილების ქონა;
** მომსახურების სფეროში სუპერვაიზერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია MS Office პროგრამების ცოდნა;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი
ლოკაცია: თბილისი

თუ თქვენი ღირებულებები ზუსტად შეესაბამება ჩვენს მაღალ სტანდარტებს, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@gastronome.ge.
აუცილებელია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |