საქართველოში ევროპული და ამერიკული ცნობილი ბრენდების წარმომადგენელი კომპანია შპს "უნიმედი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების გასაზრდელად სხვადასხვა აქტივობის, ღონისძიების მოფიქრება, მათი დაგეგმვა და განხორციელება;
** კორპორატიული კლიენტების მოძიება და მათი მოთხოვნების შესწავლა. მათთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** ინდივიდუალური შეთავაზებების შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების წარდგენა;
** არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება, მათი საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი შეთავაზებების გაკეთება;
** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებსა და აფთიაქებში;
** კვირის გეგმის დასახვა და შესაბამისი რეპორტინგი მენეჯმენტთან;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და მათი ანალიზი.
ჩვენი მოლოდინები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო ან მომიჯნავე სფეროში);
** სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროებში სამუშაო გამოცდილების ქონა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** Ms. Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.
დამატებითი ინფორმაცია:
** საწყისი ანაზღაურება საგამოცდო პერიოდში დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე. საგამოცდო პერიოდის წარმატების გავლის შემდეგ კი შრომითი ანაზღაურება გაიზრდება.
** ყოველთვიური და კვარტალური პრემიული სისტემა დაფუძნებულია გაყიდვების შედეგებზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელმისამართზე: cv@unimedi.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებას!