www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ჯორჯიტა
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

მაღაზიათა ქსელი "ჯორჯიტა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება 800 ლარი (ხელზე ასაღები+ბონუსი).
** სამუშაო გრაფიკი: 8 საათი; დასვენება კვირაში 1 დღე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სალარო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (შესაძლებელია ადგილზე შესწავლაც);
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის მინიმალური ცოდნა;
** სასურველია MS Word/MS Excel - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** სისხარტე;
** თავაზიანობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@euro-line.ge, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |