www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო ინჟინერი
მომწოდებელი: თბილისი მედიკ
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

კომპანია "თბილისი  მედიკ"  აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ინჟინრის პოზიციაზე.   

"თბილისი მედიკი" მე-13 წელია ახორციელებს სამედიცინო მასალების იმპორტს და რეალიზაციას. ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას.
   
კომპანიის განაცხადია: "ყველა სამედიცინო პროდუქტი ერთ სივრცეში".  

ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი. 

გარდა სამედიცინო დაწესებულებებთან კორპორაციული თანამშრომლებისა, "თბილისი მედიკი" ასევე ოპერირებს საცალო მიმართულებით, კერძოდ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 4 მაღაზიით (2 თბილისი, 1 ქუთაისი, 1 ბათუმი).  

ჩვენი გუნდი ქართული სამედიცინო სფეროს მხარდასაჭერად ძალისხმევას არ ზოგავს.  

ძირითადი მოვალეობები: 

** არსებული და ახალი პროდუქტების ტექნიკური და ფუნქციური სრულყოფილი შესწავლა;
** კლიენტების კონსულტაცია შესყიდული პროდუქციის ექსპლუატაციის პირობებზე;
** კლიენტების მიერ შესყიდული პროდუქციის დაზიანების შემთხვევაში მათი შეკეთების უზრუნველყოფა;
** გაყიდული აპარატურისა და მისი ექსპლუატაციის პროცესის პერიოდული მოკითხვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მხარდაჭერა;
** დაზიანებული აპარატურის ხარისხიანი და დროული შეკეთების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები: 

** უმაღლესი ტექნიკური/საინჟინრო განათლება;
** სასურველია საინჟინრო საკვალიფიკაციო სერთიფიკატი;
** სამედიცინო საინჟინრო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები: 

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა და აქტიურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი  
სამუშაო საათები: 09:30 - 18:00 სთ 
ადგილმდებარეობა:  თბილისი, ქ. ლუბლიანას 28ა  
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (2500 ლარიდან) + ტრანსპორტირების ხარჯები

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე   hr@tbilisimedic.ge   2023 წლის 10 აპრილის  ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.  

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |