www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ცელსიუსი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

გათბობა-გაგრილების და სავენტილაციო სისტემების კომპანია "ცელსიუსი" ცნობილი ბრენდის "არისტონის" ექსკლუზივით და სხვა წამყვანი ბრენდების პროდუქციით არის წარმოდგენილი სამომხმარებლო ბაზარზე. კომპანია აერთიანებს როგორც საბითუმო, ასევე საცალო ქსელებს თბილისსა და რეგიონებში: ზუგდიდში, თელავში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე რეალიზატორებსა და მსხვილი ქსელების მომხმარებლებს. ამასთან ხელმისაწვდომია ონლაინ გაყიდვები და ოფიციალური საგარანტიო სერვისი. კომპანია სტაბილურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უკვე შეძლო თავის დამკვიდრება, ხარისხის, მომსახურების და კმაყოფილი მომხმარებლის ხარჯზე.

კომპანია "ცელსიუსი" აცხადებს ვაკანსიას:

ვაკანსიის დასახელება - კონსულტანტი

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, ვარკეთილი, ჯავახეთის ქუჩა #64
სამუშაო გრაფიკი - სრული განაკვეთი, სამუშაო საათები - 10:00 - 18:00 სთ-მდე
1 დღე დასვენება, 1 მოკლე დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი გამოცდილების მიხედვით/ დამატებით ბონუსი ინდივიდუალური გეგმიდან.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მიღება, მომსახურება, კონსულტაცია და მისი საჭიროებების განსაზღვრა;
** საქონლის მიღება და დასაწყობება, მაღაზიის სტენდის მოწესრიგება;
** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლის სიზუსტის მონიტორინგი;
** რეალიზაციის გაწერა პროგრამულად და სალარო ოპერაციების განხორციელება;
** გაყიდული საქონლის შეგროვება და მისამართზე გაგზავნა;
** მომხმარებლისთვის საგარანტიო და სატრანსპორტო პირობების ახსნა;
** აღწერებში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
** ქართული - გამართული მეტყველება;
** გათბობა-გაგრილების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დამატებითი უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დარწმუნების უნარი;
** პრეზენტაბელური;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;

შერჩევის ეტაპები:

** CV გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

რეზიუმეს გამოგზავნის წესი:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: g.botsvadze@celsiusi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - კონსულტანტი.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 31 მარტი, 2023 წელი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელფოსტა: http://www.celsiusi.ge
ტელეფონი: 032 2 05 29 30



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |