შპს "ავიატორი" (გემბლინგ "აჭარაბეთი") რომელიც 2009 წლიდან დღემდე პოზიციონირებს სათამაშო ბაზარზე, როგორც უპირობო ლიდერი, მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი.
შპს "ავიატორი" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, 26 მაისის მოედანი 1, სპორტის სასახლის ტერიტორია.
განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: 14:00-საათიდან 02:00 საათამდე.
ანაზღაურება: 654 ლარი (ხელზე ასაღები).
ძირითადი მოვალეობები:
** დაკავებული პოზიციის შესაბამისი მოვალეობების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულება, სამსახურებრივი დავალებების ხარისხიანად განხორციელება.
** ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა;
** სისუფთავის მაღალი სტანდარტი.
გაცნობებთ, რომ შპს "ავიატორი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjarabetgambling.com გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.