www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომსახურე პერსონალი
მომწოდებელი: Cavea Cinemas
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

კინოთეატრების ქსელი "კავეა" ეძებს თანამშრომლებს მომსახურე პერსონალის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კინოთეატრის მომხმარებლებისათვის მომსახურების გაწევა
** კინოთეატრში არსებული სეანსებზე მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდება, კონსულტაცია, გაყიდვების პროგრამული ასახვა
** ბარში გაყიდვაში არსებული პროდუქტების გაყიდვა, პროგრამული ასახვა
** მომხმარებლების ბილეთების ვალიდურობის გადამოწმება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი

სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დრო: კვირაში 4-დღე, სრული განაკვეთი, ცვლის მიხედვით.
დასვენება: კვირაში - 3 დღე, ცვლის მიხედვით.

ჩვენ რას გთავაზობთ:

** სახალისო სამუშაო გარემოს
** უფასო ბილეთებს
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: caveatbilisimall@gmail.com

წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება: "მომსახურე პერსონალი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება

ასაკი: 17-დან 25 წლამდე
სქესი: შეზღუდული არაა

შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |