"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Unilever, Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Henkel, Persil, Perwoll, Schwarzkopf, Palette, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Colgate, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა)
კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ახალციხე, თამარაშვილის 4ა
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეკვეთების მომზადება და კორექტირება
** ელექტრონული სასაქონლო ზედნადების და ანგარიშფაქტურის გააქტიურება და გადაგზავნა
** სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა, დამუშავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** Microsoft Excel-ის ცოდნა
** მათემატიკური უნარები
** 1C-ში მუშაობა
დამატებითი უნარები:
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობიანი
** პუნქტუალური
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: akhaltsikhe-reg@sharm.ge
ტელ: 577 27 29 81
სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"შარმ ტრეიდინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!