www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შაბათ-კვირის დღის ცვლის დისპეტჩერი
მომწოდებელი: FTG
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

"FTG" არის ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების გადაზიდვის ორგანიზებას ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. კომპანია გამოირჩევა საქმის მაღალი ხარისხით და სიზუსტით. კომპანია ორიენტირებულია განვითარებაზე, შესაბამისად ვეძებთ მოტივირებულ გუნდის წევრებს.

ამ ეტაპზე კომპანია აცხადებს ვაკანსიას შაბათ-კვირის დღის ცვლის დისპეტჩერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: შაბათი და კვირა, 09:00-16:00 საათები.
ანაზღაურება: 400ლ + ბონუსი

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე.
** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** Gmail, Google და Google Maps-თან მუშაობის გამოცდილება.
** ლოჯისტიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება
** ბროკერებთან მოლაპარაკების წარმოება
** მარშრუტის დაგეგმვა მძღოლისთვის
** დროის კონტროლი

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაციის მარტივად დამყარების უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;

თუ თვლით რომ თქვენი ინტერესები და კომპანიის მოთხოვნები ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სასურველია სამოტივაციო წერილი მითითებულ ელფოსტაზე: infoftg21@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).

FTG გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |