www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: Paysera Bank Georgia
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

სს "პეისერა ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

"Paysera" არის Fintech კომპანია, რომელი ფლობს მე-15 კომერციული ბანკისა და 1-ლი ელექტრონული ბანკის ლიცენზიას საქართველოში.

ჩვენ გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს. მათგან მთავარი სერვისებია: საგადახდო სისტემა ელექტრონული მაღაზიებისთვის, მაღალი სტანდარტის ფინანსების მართვის აპლიკაცია, ფულის გადარიცხვის მომსახურება, ვალუტის კონვერტაცია, ბარათები და სხვა. საერთაშორისო დონეზე "Paysera" წარმოდგენილია 300 თანამშრომლით და 15 ლოკაციით.

ფუნქცია მოვალეობები:

** საკუთარ პასუხისმგებლობაში არსებული თანხის და სხვა ფასეულობების სრული კონტროლი და მატერიალური პასუხისმგებლობა;
** კლიენტთა მომსახურება, კონსულტირება, მხარდაჭერა და სრული საბანკო სერვისის გაწევა პასუხისმგებლობის ფარგლებში;
** საეჭვო და გადასახდელად უვარგისი კუპიურების გაკონტროლება, ამოცნობა და მენეჯმენტი სალაროს უფროსთან თანამშრომლობით;
** სალაროში თანხის ზედმეტობა/დანაკლისის კონტროლი და მენეჯმენტი სალაროს უფროსთან თანამშრომლობით;
** სალაროს დღიური საბუთების მენეჯმენტი და კონტროლი საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში;
** შესაბამისობის და AML რეგულაციების ფარგლებში საეჭვო ტრანზაქციის განხორციელებისას თანამშრომლობა შესაბამის განყოფილებებთან;
** უფროსი მოლარე-ოპერატორის/სალაროს უფროსის მოვალეობის შესრულება საჭიროების შემთხვევაში.
** საჭიროების შემთხვევაში უშუალო მენეჯერის მიერ დადელეგირებული საქმის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომერციულ ბანკში ან/და ფინანსურ სექტორში მოლარე-ოპერატორის/მოლარის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური (B1-B2) და რუსული ენების საშუალო დონეზე ფლობა;
** MS Office (Word, Excel, PowerPoint, SharePoint, Outlook).

პიროვნული მახასიათებლები:

** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განაწილების და დროის მენეჯმენტის კარგი უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინფორმაციის სწრაფად გაანალიზების უნარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული.

წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2023 წლის 31 მარტი.

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: info@paysera.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |