Georgian Cargo Group / http://www.gcg.ge საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სფეროში.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები 9:00-17:30
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე მომსახურების სფეროში სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება
** ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა (ინგლისური ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა)
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა 3 თვე 700 ლარი, შემდგომ 1000 ლარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსთან ერთად მითითებულ მეილზე: hr@gc-group.ge
გისურვებთ წარმატებას!