"TNET" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მასშტაბით.
"თინეთი" 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.
"თინეთში" შემავალი ციფრული პლატფორმები (myauto.ge; myhome.ge; mymarket.ge; myparts.ge; vendoo.ge; swoop.ge; tkt.ge; livo.ge; saba.com.ge) მომხმარებელს მომსახურებას 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება.
Vendoo - ს გუნდში ვეძებთ კატეგორიის მენეჯერებს სხვადასხვა მიმართულებით:
ცხოველთა კვება და მოვლა, სპორტი, თევზაობა და ნადირობა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129 ა
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე);
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, 4 day off წელიწადში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომერციული სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქმიანი ურთიერთობების წარმოება მომწოდებლებთან;
** ახალი პროდუქციის შესასყიდი და საცალო-სარეკომენდაციო ფასების კონტროლი პროდუქციის გაყიდვაში ჩაშვებამდე;
** ადგილობრივ ბაზარზე კომპანიისთვის საინტერესო პროდუქციის მოძიება, შესყიდვა;
** ასორტიმენტის ანალიზის საფუძველზე ახალი მომწოდებლის მოძიება, მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
** ადგილობრივი ბაზარზე არსებული ფასების ცოდნა, მუდმივი კონტროლი და ანალიზი;
** ადგილობრივ ბაზარზე კომპანიისთვის საინტერესო პროდუქციის მოძიება, შესყიდვა;
** კატეგორიის ფარგლებში ასორტიმენტის ფორმირება, ნაირსახეობის გაფართოება და მართვა;
** შესყიდვების პროცესის განხორციელება და კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** პროდუქციის რეალიზაციის სტატისტიკური ანალიზის სისტემატური ანალიზი;
** ყოველთვიური, სეზონური და სადღესასწაულო გაყიდვების დაგეგმვა;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქონლის მოწოდების პირობების, ვადების და მოცულობების შესრულების მონიტორინგი;
** არსებული შეთავაზებების სტატუსის მუდმივი კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** გაყიდვების ან/და შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** 1C პროგრამის საშუალო დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) საშუალო დონეზე ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@tnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.