www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

სსიპ "ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა" აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა: 2
სამუშაო განაკვეთი: 1 სრული და 1 ნახევარი.
სამუშაო საათები სრული განაკვეთის შემთხვევაში - 10:00 საათიდან -16:00 საათამდე, ნახევარი განაკვეთის შემთხვევაში - 16:00 საათიდან - 19:00 საათამდე
მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას #49

ფუნქციები:

** მოსწავლეთა ემოციური, ქცევითი და სოციალური სირთულეების იდენტიფიკაცია და ინტერვენცია
** ასაკობრივი განვითარების თეორიები, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქო-ფიზიკური განვითარების ასაკობრივი სირთულეების ცოდნა და მათი გადალახვის გზების მოძიება
** მოსწავლეების და მათი მშობლების/მეურვეების ფსიქოკონსულტირება
** განმავითარებელი და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება
** მშობლების/მეურვეების, მასწავლებლების, ზრუნვის მენეჯერების, სკოლის ადმინისტრაციის კონსულტირება და ფსიქოგანათლება
** თემატური ტრენინგ პროგრამების შემუშავება და ჩატარება
** ზრუნვის მენეჯერებისთვის კლასის საათის ჩატარებისას პროფესიული მხარდაჭერა
** საგანმანათლებლო გარემოში ქცევითი და ემოციური სირთულეების პრევენცია და მართვა
** შემთხვევის მართვის დოკუმენტაციის წარმოება

კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში, მაგისტრანტი ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი
** სასურველია ფსიქოლოგიური, კერძოდ, მოზარდებთან ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოკონსულტირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება
** ემოციის მართვის ტექნიკების ცოდნა
** ქცევის მართვის ტექნიკების ცოდნა
** ეფექტიანი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

** CV; რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემებთან ერთად
** შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** შესაბამისი მიმართულებით სერტიფიკატები (ასეთის არსებობების შემთხვევაში;

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სრული თუ ნახევარ განაკვეთი გსურთ.

დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy.komarovi@gmail.com 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

** პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე;
** მეორე ეტაპზე ჩატარდება ინდივიდუალური გასაუბრება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |