www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი-ემ-თი ჰოსფითალითი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

"ჯი-ემ-თი ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. "ჯი-ემ-თი ჰოსფითალითი" აერთიანებს განსხვავებული კონცეფციის ოთხ სარესტორნო სივრცეს. მის შემადგენლობაში შედის ფუნიკულიორის კომპლექსი, სახაბაზო "პური გულიანი", გასტრონომიული დუქანი "რიგი" და "პური გულიანი ექსპრესი".

კომპანიის მთავარი ამოცანაა სტუმარმასპინძლობის სფეროში საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ახალი და მრავალფეროვანი პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

პოზიციის მდებარეობა: გიორგი ჭანტურიას ქუჩა 6/2.

ძირითადი მოვალეობები:

** მოკლე და გრძელვადიანი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმარება;
** ბრენდების მართვა და განვითარება;
** პორტფელში არსებული ბრენდების მომხმარებლების და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდისკენ მიმართული კამპანიებისა და აქტივობების შემუშავება და მონიტორინგი;
** არსებული ბრენდების გარშემო მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მართვა და ანალიზი;
** ბრენდების საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა;
** ბრენდის პოზიციონირების და მომხმარებლის უკუკავშირის ანალიზი;
** ბრენდის მისიის და ხედვის შემუშავება და კომუნიკაცია;
** ბრენდის კრეატიული განვითარება და სამიზნე აუდიტორიასთან მუშაობა;
** ბრენდის პლატფორმაში შემავალი ნებისმიერი მარკეტინგული კამპანიისა თუ აქტივობის გაზომვა და რეპორტინგი;
** საბაზრო მარკეტინგული ტრენდების მონიტორინგი და კონკურენტების მონიტორინგი;
** პორტფელში შემავალი ბრენდების სწორი პოზიციონირების, მიმართულების და ტაქტიკის კონტროლი.
** კომპანიის მიერ განხორციელებულ მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა, მიმდინარეობის კონტროლი;
** აქტივობების ორგანიზება/განხორციელება;
** კომპანიის მენიუების დიზაინზე მუშაობა დიზაინერთან ერთად;
** კომუნიკაციისთვის საჭირო მასალების მომზადების უზრუნველყოფა გუნდთან ერთად;
** განხორციელებული კომუნიკაციების ეფექტურობის გაზომვა, რეპორტინგი;
** ყოველთვიური გეგმის შემუშავება და შესრულება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება 3 წელი აღნიშნულ სფეროში
** სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება
** უცხო ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** ამოცანების მიმართ ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომა;
** კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება HR დეპარტამენტსა და გენერალურ მენეჯმენტთან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@gmtgroup.ge ან დაგვიკავშირდით: 577 319 300.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "მარკეტინგის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |