"რუმბოქსის" გუნდში ახალ წევრს ვეძებთ!
"ROOMBOX" აწარმოებს საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროს ნომრებს და საოფისე ფართებს საზღვაო სატვირთო კონტეინერებისგან. კომპანიამ მიზნად დაისახა ქართულ რეალობაში კონტეინერის სახლების პოპულარობის ზრდა.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://roombox.ge
თუ ამ ჩამონათვალის კითხვისას საკუთარ თავს ამოიცნობ, სწორედ შენ გვჭირდები!
** შემომავალი მოთხოვნების დამუშავება (სოციალური მედიის, სატელეფონო ზარების და სხვა არხების მეშვეობით მიღებული "ლიდები");
** მუშაობა სცენარის მიხედვით და მომხმარებელთა კვალიფიცირება;
** ჩვენს ტექნიკურ სპეციალისტსა და მომხმარებელს შორის შეხვედრის დაგეგმვა;
** CRM სისტემაში ანგარიშების შევსება;
** მონაწილეობის მიღება დაგეგმვასა და კომპანიის პროცესების გაუმჯობესებაში;
** გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
რეპორტინგი, პერიოდული ანგარიშების მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელ (ებ)თან.
რას ვითხოვთ შენგან:
** საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-2 წელი გაყიდვების მიმართულებით;
** პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი.
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში.
შენთვის საინტერესო დეტალები:
** სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე.
** ანაზღაურება: 800-1000 ლარი (+ საბონუსე სისტემა გაყიდვების გეგმის შესრულების მიხედვით)
** საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ანაზღაურებადი შვებულება.
რას გთავაზობთ?
** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
** განვითარების პერსპექტივას;
** საინტერესო და კრეატიულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** სამედიცინო დაზღვევას.
** სატელეფონო ლიმიტს.
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://forms.gle/M7N3btZCSWxZVjyJA
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.