www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გადამზიდავი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Persil, Perwoll, Palette, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Freken Bok, Colgate, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა)

პოზიციის დასახელება - გადამზიდავი (სამცხე-ჯავახეთი)

ადგილმდებარეობა: ახალციხე, თამარაშვილის 4ა
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების მომარაგება შეკვეთების შესაბამისად კომპანიის კუთვნილი ავტომობილებით
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მართვის მოწმობა C კატეგორია (აუცილებელი მოთხოვნა)

დამატებითი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარე
** ორგანიზებული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: akhaltsikhe-reg@sharm.ge

ტელ: 577 27 29 81

სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"შარმ ტრეიდინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |