კომპანია "იტა" (ITA) აცხადებს კონკურსს მძღოლი - დისტრიბუტორის პოზიციაზე ქ.თბილისში.
კომპანია "იტა" ავტოსათადარიგო ნაწილების, საავტომობილო ზეთების, საბურავების და აკუმულატორების სადისტრიბუციო ცენტრი - დაარსდა 2007 წელს და საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილ ისეთ საავტომობილო ბრენდებს. როგორიცაა: Continental, Bosch, Mobil, Elf, Febi, Bilstein და მრავალი სხვა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პრესეილერის მიერ მიღებული შეკვეთების დროული დახარისხება/ დარიგება;
** დაგეგმილი დღის მარშრუტის განხორციელება და ხელმძღვანელისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება დღის შედეგების შესახებ;
** დასარიგებელი პროდუქტის საწყობიდან გამოტანა, შემოწმება და მითვლა;
** პრესეილერბთან მუდმივი ინფორმაციის გაცვლა თანხების ამოღებასა და პრობლემურ ობიექტებთან დაკავშირებით;
** ინკასირებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ხელმძღვანელის დროული ინფორმირება:
** ანგარიშსწორება მთავარ სალაროსთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** დისტრიბუციაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის ცოდნა; მართვის მოწმობა C კატეგორია (სასურველია;)
** საავტომობილო სფეროში (ავტონაწილები) მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; (სასურველია)
** ქართული და რუსული (სასურველია) ენების ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; შესვენება: 1სთ
შაბათი: 10:00 - 14:30
ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი: 1000 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ibg.ge არა უგვიანეს 10.04.2023. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება -"მძღოლი-დისტრიბუტორი".