"თბილისის განვითარების ფონდი" რომელიც დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს წარმოადგენს არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2010 წელს.
ფონდის მიზანია - ქალაქ თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნება და უძრავი ქონების ღირებულების ზრდის ხელშეწყობა. ფონდის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/TbilisiDevelopmentFund
თბილისის განვითარების ფონდი აცხადებს ვაკანსიას მძღოლის სამუშაო პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 9:00 - 18:00 სთ
** შრომის ანაზღაურება: 1400 ლარი (საშემოსავლო და სავალდებულო საპენსიო შენატანის ჩათვლით)
ძირითადი მოვალეობები:
** თანამშრომელთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა
** ტრანსპორტის გამართულობის და სისუფთავის უზრუნველყოფა
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დავალებების შესრულება
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია
** მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა
** მძღოლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** მოწესრიგებული
** პუნქტუალური
** პასუხისმგებლობიანი
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: careers@tdf.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებებს.