კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 42 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: გარდაბნის რაიონი, სოფ. წალასყური
ფუნქცია-მოვალეობები:
** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და საჭიროებისამებრ გადამისამართება.
** კომპანიაში შემოსული კორესპონდენციის და ამანათების მართვა და დროულად მიწოდება ადრესატამდე.
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა და გადამისამართება;
** თანამშრომლებისათვის და სტუმრებისთვის ყავა/ჩაი/წყლის შეთავაზება/მომზადება.
** საკანცელარიო და სამეურნეო მარაგების შევსება და კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაციის სწორად წარმართვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ, შაბათი 10:00-15:30 სთ.
** ანაზღაურება: ურთიერთშეთანხმებით
აღნიშნული პოზიციით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: cv@zgapari.ge 2023 წლის 27 მარტის ჩათვლით. (არ დაგავიწყდეთ! სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია).
გისურვებთ წარმატებას.