"Consultings Group" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სოციალური არხების მართვა და კონტენტ ლაინის შექმნა
** სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება, კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში.
** ედვერთაიზინგი Facebook Ads Manager-ში.
** ყოველთვიური რეპორტინგი.
** სარეკლამო მასალის ტექსტების შექმნა, დამუშავება
** ბეჭდური მასალისთვის ტექსტების შექმნა
** კომპანიაში არსებულ პროგრამებში სხვადასხვა მონაცემების დამუშავება
ძირითადი მოთხოვნები:
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** Facebook Ads-ის ცოდნა.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office)
** ინგლისური ენა სავალდებულოა, რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** სოციალური ქსელებისა და ბლოგის ტიპის პორტალების ცოდნა, მათთან მუშაობის გამოცდილება
ძირითადი უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობა
** ორგანიზებულობა
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ჯანაშიას 4
** ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციიდან გამომდინარე
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათით ქართულ ენაზე media@consultings.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.