www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სათადარიგო ნაწილების კონსულტანტი
მომწოდებელი: ვაკო მოტორსი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

შპს "ვაკო მოტორსი" 2009 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში. კომპანია "DAF"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და 60-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს სთავაზობს თავის მომხმარებელს.

კომპანია სამი მიმართულებით ავითარებს თავის ბიზნესს:

** სატვირთო ავტონაწილები და ავტოსერვისი;
** "შევრონის" საავტომობილო ზეთები;
** სატვირთო ავტომანქანის საბურავები;
** სატვირთო ავტომანქანების რეალიზაცია.

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:

** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას (არდი);
** შვებულების გარდა დამატებით 10 Day Off-ს წელიწადში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ტრენინგების დაფინანსებას;
** კორპორაციულ და გუნდურ ღონისძიებებს.

შპს "ვაკო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სათადარიგო ნაწილების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ფუნქციები:

** კლიენტის საჭიროების დადგენა და მისთვის მომსახურების გაწევა;
** პროგრამაში პროდუქტის მოძიება;
** კლიენტისთვის პროდუქტის ინვოისის გადაცემის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის დახლის კონტროლი და საწყობიდან სათადარიგო ნაწილების მაღაზიის დახლზე გამოტანის უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში საჭიროების შემთხვევაში სხვა ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:

** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია ავტომომსახურების სფეროში);
** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ტექნიკურ მიმართულებას);
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო ადგილი: წიწამური, თბილისის გზატკეცილი (საგურამოს გადასახვევის მოპირდაპირე მხარეს)
** ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: HR@vakomotors.ge. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "სათადარიგო ნაწილების კონსულტანტი".

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.

"ვაკო მოტორსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |