www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დერმატოლოგიური ბრენდების სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 24 მარტი

შპს "პსპ ფარმა" აცხადებს დერმატოლოგიური ბრენდების სამედიცინო წარმომადგენლის ვაკანსიას ქალაქ თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გეგმური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში ექიმებთან და ფარმაცევტებთან;
** მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად;
** გაყიდვების გეგმების შესასრულებლად აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა;
** სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა (შეხვედრები, კონფერენციები);
** აფთიაქებში ვიზიტი, ქსელის კონსულტანტების და ფარმაცევტების დატრენინგება;
** ხშირი მივლინებები რეგიონებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფარმაციის ან მედიცინის მიმართულებით;
** სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (საცალო და საბითუმო გაყიდვები);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სავალდებულო კომპეტენციები:

** პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავდაჯერებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 24 მარტი, 2023 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |